“7 დღის განმავლობაში რეკავდნენ და შველას ითხოვდნენ…” – მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მისი მეუღლე კი კლინიკაში სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებულიი… რა მოხდა რუსთავში
2 764
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ცოლ-ქმრის მეზობლები ვარაუდობენ, შესაძლოა კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კოვიდ-19 აქვს ქალსაც, რომელიც ახლა მკურნალობას კლინიკა “რუსთავში” გადის.



“ინფო რუსთავს” მე-12 მიკრორაიონის მცხოვრები ქეთევან გიორგაძე უყვება, რომ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. “10 დღეა ეს ადამიანები არიან ცუდად. ქალს ჰქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. მერე ამას აღარ ჰქონდა სიცხე და მითხრა ჩემს მეუღლეს აქვსო, 39.7 უფიქსირდება და ვერ ვუგდებთ ტემპერატურასო. ეს გაგრძელდა მთელი შვიდი დღე. ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს. ამის შემდეგ ერთი დღე გავიდა და გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ეს ქალბატონი კი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული ახლა. ბოლოს რომ დავურეკე მითხრა, უკვე იმდენად მძიმედ ვარ შეიძლება ვეღარ გიპასუხოო”, – აცხადებს ქეთევან გიორგაძე. მეზობლები კორპუსის დეზინფიცირებაში დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარეთ გამოსვლა მათთვის საშიშია. “ვითხოვთ დეზინფექციას. ჩემს სართულს მე ვუვლი, მაგრამ აქ თუ კოვიდი დაფიქსირდა, ამას სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. რამენაირად უნდა დაგვეხმარონ”, – განაცხადა ქეთევან გიორგაძემ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 65 წლამდე იყო, მისი მეუღლე კი 55 წლისაა.


მსგავსი ამბები

“დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით

იმედის ცრემლი გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია...
”ამას არავინ ელოდა, უმაგრესი ამბავია!” – კობა დავითაშვილის 5

კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში,...
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა...
ძალია ცუდი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა რემა ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა....
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს...
„ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა... ექიმებმა აგონ პასუხი" -

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები...

კომენტარები