“აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში…” – ნახეთ რა საჩუქარს უმზადებს საზოგადოება ლევან ზურაბაშვილის დედას
1 136
ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე წერს.
მენაბდე წერს, რომ მოხუცები და ბავშვები მარტო არ უნდა დარჩვნენ და აუცილებელია საზოგადოება მათ გვერდში დაუდგეს.



„განადგურებული ადამიანების ნუგეშისცემას, ფინანსურად ხელის გამართვას, ტერორიზმის რომანტიზებად მოიხსენიებენ. მოხუცი ქალისა და ბავშვისთვის, რომლებიც მარტო აღმოჩნდნენ მყვლეფი და უგულვებელმყოფი სისტემის წინაშე, დახმარების უფლება არავის აქვს. ისინი მარტო უნდა დარჩნენ, საკუთარი სიღარიბისა და ტრაგედიის ამარა. ეს მათ საბოლოოდ გაწირვას ნიშნავს, არსებული სტრუქტურისთვის მიგდებას, რომელიც საბოლოოდ მოინელებს მას. ეს არის მათი ლოგიკა: ღარიბები და დაჩაგრულები უნდა ბედის ანაბარა უნდა მივატოვოთ, მათი სისუსტე მათივე ბრალია. ეს პირველყოფილი ინსტინქტი დასაჯო ყველა ვინც ნათესაურ კავშირშია იმასთან ვინც დადგენილი წესრიგი აამღვრია, მარტივი გასაშიფრია. მისი მთელი ოჯახი მოკვეთო, ხოლო სხვებს აუკრძალო მათი დახმარება – ეს მიდგომა ყველას გვაფიქრებინებს, რომ მის ავტორებს მის იდეოლოგიას საფუძვლად უდევს ფიქრი მხოლოდ პირად თავისუფლებაზე, პირად კეთილდღეობაზე, პირად სიამოვნებაზე. აი, ასეთ დეჰუმანიზაციამდე მივედით, ეგოიზმის გაღმერთებით. ბევრ ადამიანს სურს დაეხმაროს მოხუცს და პატარას, ან შესაძლოა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა არ აძლევს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას, მაგრამ ანგარიშის ნომრის გაზიარების, ინფორმაციის გავრცელებით სურს წვლილის შეტანა, თუმცა ისინი არსებული მორალური წნეხის გამო თავს იკავებენ. ასეთ დროს თითოეული ადამიანი უნდა ვიქცეთ ერთმანეთის წამახალისებლად და დავანახოთ ერთმანეთს რომ მარტო არ არიან თანამოქალაქის მხარდაჭერაში. თუ ერთმანეთის გვერდში დგომა არ ვისწავლეთ საზოგადოებად როგორ ვიწოდებით? ამიტომ, გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ გადაურიცხეთ თანხა ამ ადამიანებს, ვისაც არა – ინფორმაცია გაავრცელეთ. თუ მოხუცების და ბავშვების დახმარებისთვის ტერორიზმის მხარდამჭერად მოგვიხსენ – დაე ასე იყოს. ————————– ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ და შემოსვლა ვისაც გინდათ, ასე შეგიძლიათ (საქართველოს ბანკი და ფეიფალი დაემატა): TBC ა/ნ: GE29TB7952245061100087 მიმღები: ვერულაშვილი თათია BOG ა/ნ GE73BG0000000365990487 მიმღები: ჟორჟოლიანი დავით Paypal : dato.jorjoliani@gmail.com უცხოეთიდან ვინც რიცხავთ: Beneficiary: ZHORZHOLIANI DAVIT Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22 GBP: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L USD: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33 EUR: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF”, – წერს მენაბდე. შეგახსენებთ, 20 ნოემბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” ფილიალში ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ლევან ზურაბაშვილი დაკავებულია და მას ბრალს დღეს, 22 ნოემბერს წარუდგენენ.


მსგავსი ამბები

“დედაჩემისთვის წამლები ვიყიდე აფთიაქში და სახლში ტაქსით

იმედის ცრემლი გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია...
”ამას არავინ ელოდა, უმაგრესი ამბავია!” – კობა დავითაშვილის 5

კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში,...
დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ

2020 წლის ბოლო თვე - დე­კემ­ბე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა...
ძალია ცუდი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა რემა ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა....
თბილისში კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს...
„ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა... ექიმებმა აგონ პასუხი" -

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის ქალის, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრები...

კომენტარები