ეს ხდება დღეს თბილისში! - პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან და რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი! » NTV.GE


ეს ხდება დღეს თბილისში! - პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან და რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი!
1 059
ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სას­წრა­ფო­ე­ბის რი­გია აღ­ბეჭ­დი­ლი. სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო "შა­ი­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ სას­წრა­ფო­ებ­ში სწო­რედ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი.

"ასეთი ამბავი უკვე ხში­რია, რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, 10-12 ერ­თდრო­უ­ლად მო­დის და პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავს. ჩვენ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი. ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც ატა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ გვაქვს ად­გი­ლი, ჩვენ­თან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­და­ყავთ, თუ არა­და, ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ად­გი­ლის მო­ე­ძებ­ნა ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რიგი ფო­ტო­ზე, რის გა­მოც, ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა უკვე. 37 ოთა­ხი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გა­დატ­ვირ­თუ­ლად წა­ვი­და ეს დღე­ე­ბი, თით­ქმის ყო­ველ­დღე მო­ყავ­დათ პა­ცი­ენ­ტე­ბი. ნეტა ხვალ გა­თენ­დეს ისე­თი დილა, რომ სას­ტუმ­რო­ში ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­დეს. ყვე­ლა მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ. ჩვენ სას­ტუმ­რო ვართ და არა კლი­ნი­კა, გვინ­და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ", - განუცხადა "ამბებს" "შა­ი­ნის“ დი­რექ­ტორმა რა­მაზ ბი­ჭი­აშ­ვილმა.


მსგავსი ამბები

”ამბობენ ვინც დაიჭერს მალე გათხოვდებაო” – ნახეთ რომელმა ცნობილმა

სულ ცოტახნის წინ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინდნენ. წყვილი შეზღუდვების...
გამყრელიძე: ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, –...
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნის...
იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

სოციალურ ქსელში იტალიაში დაკარგული ქართველი ქალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია....
სამადაშვილი განსხავებული მოსაზრების გამო "ნაცმოძრაობის"

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრაზე გამოთქმული მოსაზრების გამო,...
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო „ალტერნატივას"

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში...

კომენტარები