გამყრელიძე: ინფექცია ცირკულირებს, მოშვება დაუშვებელია
21
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია.
გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და დამშვიდების საფუძველი არ არის.
„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის ციფრები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია. რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები და თავი არ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, რეს გახდა ცნობილი, რომ ოვიდტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ახალი კოვიდინფექციის 6 შემთხვევიდან,ერთი აჭარაშია აღმოჩენილი.
ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი არ გამოვლენილა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.


მსგავსი ამბები

ვინ არიან ჩაქვში მომხდარი საზარელ ავარიაში გარდაცვლილები -

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო...
რას პასუხობს პაატა იმნაძე ზურა ჯაფარიძეს მესტიის ჩაკეტვაზე?

„თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა...
მალე ყველაფერი გაირკვევა - ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რა ვერსია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ახალი...
ბაჩალიაშვილის დედა: მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის...
სასწრაფოდ! შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა მორაგბემ ბრალი აღიარა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს....
9 აპრილის გმირს, უსინათლო მომღერალს ბინას აჩუქებენ

9 აპრილის გმირს, უსინათლო მომღერალს ლელა ვეფხვაძეს სულ მალე საკუთარი ჭერი ექნება....

კომენტარები