უგულავა: ეს ამბავი ,,ოცნების" ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია
50
პარტია ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,უკვე მერვე წელია ოცნება, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, სიგარეტზე აქციზს უკიდეგანოდ ზრდის. შედეგად მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა. მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ მწეველები, ანუ ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში გახდა მოწევა. სამაგიეროდ, მოგების მარჟა იმდენად გაიზარდა, რომ კონტრაბანდამ იმატა. გაივსო სამეგრელო კონტრაბანდული სიგარეტით. უკვე აღმოსავლეთის ბაზრებზეც მოიწევს. დღეს წალენჯიხის ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდისთვის დააკავეს. ეს უკვე კატასტროფაა. ამასთანავე, მთელმა სამეგრელომ იცის რომ " კრიმინალს გახარია ალაგებს" და კონტრაბანდული ფულიც მშვიდად ოცნების ყულაბაში ჩხრიალებს. მეისრეების დასჯა არაა საკმარისი. ივანიშვილ-გახარიას ოცნება უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს. ეს ამბავი ერთი მაგალითია ოცნების ხელში სისტემური დეგრადაციის. მალე ყველაფერი შეიცვლება", - წერს უგულავა.
ცნობისთვის, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
სახელმწიფო მოხელეებს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ვადით.


მსგავსი ამბები

ვინ არიან ჩაქვში მომხდარი საზარელ ავარიაში გარდაცვლილები -

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო...
რას პასუხობს პაატა იმნაძე ზურა ჯაფარიძეს მესტიის ჩაკეტვაზე?

„თუ მესტიაში კორონავირუსი თბილისიდან აიტანეს, მაშინ რატომ ვკეტავთ მესტიას და არა...
მალე ყველაფერი გაირკვევა - ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რა ვერსია

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ახალი...
ბაჩალიაშვილის დედა: მაინც არ შერჩება, მიწიდან ამოვთხრი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის...
სასწრაფოდ! შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა მორაგბემ ბრალი აღიარა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს....
9 აპრილის გმირს, უსინათლო მომღერალს ბინას აჩუქებენ

9 აპრილის გმირს, უსინათლო მომღერალს ლელა ვეფხვაძეს სულ მალე საკუთარი ჭერი ექნება....

კომენტარები