• შაბ. ივნ 19th, 2021

„ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები: გარდაცვლილ ბავშვებს ინახავდნენ და ყინავდნენ“ – თამუნა მუსერიძე

ღმერთო მაპატიე, ამას რომ ვყვები და ყველა დედას ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, გარდაცვლილ ბავშვებს კლინიკაში ინახავდნენ. დაზუსტებით ვიცი, რომ მეორე სამშობიაროში პირველ სართულზე იყო ადგილი, სადაც გარდაცვლილ ბავშვებს ყინავდნენ და ინახავდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე საუბრობს.

„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დედა კატეგორიულად მოითხოვდა გარდაცვლილი შვილის წაყვანას, ჩანაცვლება ხდებოდა, დედას ატანდნენ სხვის გაყინულ ბავშვს.

მე პირადად ვიცნობ ქალს, რომელსაც სხვისი შვილი გაატანეს, დამარხა და სხვისი შვილი იტირა სასაფლაოზე.

18 წლის შემდეგ მეზობელს გულმა ვეღარ გაუძლო და კარში ანონიმური წერილი დაუტოვა, შენი შვილი პოლიციის უფროსს ჰყავს მოპარული, 200 მეტრშიო. ქალმა 18 წლის შემდეგ შვილი დაიბრუნა, მივიდა და სარჩელი შეიტანა. იყო წივილ-კივილი და სამი წელი დიდი კონფლიქტი ჰქონდათ. ამ ქალმა ისიც გაიგო, ვისი შვილი გამოატანეს, მაგრამ იმათ ვერ ეუბნება“, – ამბობს მუსერიძე გადაცემა „სთორიში“