• შაბ. ივნ 19th, 2021

გაუპატიურების შემდეგ მე-8 სართულიდან გადახტა – ცნობილი ხდება, რატომ მოიკლა თავი თბილისში 26 წლის ყაზახმა გოგომ

ყაზახურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში 26 წლის ასელ აიპაევას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.

ცოტა ხნის წინ კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქო-ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

ეს ტრაგედია თბილისში 5 მაისს დატრიალდა.

მოძალადე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

დღეს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.