• შაბ. ივლ 24th, 2021

„შენს შვილებს ყელი უნდა გამოვჭრაო, ვიდეო ნახე, გამოგიგზავნიო“ – 2 შვილის დედა, რომელიც ქმრის მკვლელობის დაფაარვაშია ეჭვმიტანილი

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 2 შვილის დედა ქეთი ჩხეიძე მკვლელობის საქმეზე ალაპარაკდა. ქეთი ჩხაიძე „ნოდარ მელაძის შაბათში“ იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა.

ამასთან, ქეთი უარყოფს, რომ მეუღლე მან მოკლა, რადგან მისი თქმით „ქმარს იგი არაფერს დაუშავებდა“.

გარდაცვლილი მამაკაცი მასზე 12 წლის განმავლობაში ძალადობდა. ადრე მისი ქმარი დაჭერილიც იყო, რადგან მას შვილის მოკვლით დაემუქრა.

„ახლა იცოდეო, 10 წუთში ავალ სახლში და ყელი უნდა გამოვჭრაო, ვიდეო ნახე გამოგიგზავნიო. ეს რომ მითხრა მაშინვე გავიქეცი პოლიციაში“,- ყვება ქეთი ჩხაიძე.

ქალი მეუღლის გარდაცვალების დღეს, 13 მარტსაც იხსენებს. როგორც იგი ყვება, მეუღლე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა სახლში, მას სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, უარის გამო კი გაბრაზდა და მასზე იძალადა. შემდეგ საძილე აბები დალია, მოგვიანებით კი თავად წაიქცა და თავზე ჭრილობა მიიღო.

ქეთის თქმით, მას ქმრის შეეშინდა და ოჯახში დაძაბულობის განსამუხტად მოკლულის ბავშვობის მეგობარს (ზურას) დაურეკა.

ზურამ თავისი მეგობარი სახლიდან წაიყვანა, მოგვიანებით კი ქეთისთან სახლში დაბრუნდა და უთხრა, რომ მან ქეთის ქმარი მოკლა.

გამოძიების მიხედვით, ქეთი დანაშაულის დაფარვაშია ეჭვმიტანილი. როგორც ქალი ყვება, ზურას მისვლიდან პოლიციაში მაშინვე იმიტომ არ წავიდა, რომ ზურა მასაც დაემუქრა.

ქეთი ჩხაიძე პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც დანაშაულის დაფარვაში ეჭვმიტანილი ამბობს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ციხეში იქნება თუ არა, რადგან „ასეთ ცხოვრებას უკვე აზრი აღარ აქვს“.