• შაბ. ივლ 24th, 2021

თემქაზე ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა – ფოტო და ვიდეომასალა ადგილიდან

თემქაზე ძლიერი ქარის დროს წაიქცა ხე, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაზიანებულია 4 მანქანა. ამ წუთებში ადგილზე მაშველები მუშაობენ – ისინი მანქანებს ხეებისგან ათავისუფლებენ. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები ახადა.