• შაბ. ივლ 24th, 2021

რა ურთიერთობა აქვს ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასთან მეუფე სტეფანეს – ნახეთ მისი განმარტება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას არ იცნობს და მას მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრია. ამის შესახებ მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კეკუტიასთან მე პირადად კონტაქტი არ მქონია. თავისი ინიციატივით რამდენჯერმე შემხვდა, მელაპარაკა ეს გაცნობითი ხასიათიც არ იყო.

არც მისი საქმიანობა ვიცი, ვიცი უბრალოდ, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა და ეს რეზიდენცია კეკუტიას გაკეთებულია“, – ამბობს მეუფე სტეფანე.