• შაბ. ივლ 24th, 2021

ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

თბილისში, დიდ დიღომში, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია – ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქჯგუფში “დიდი დიღომი” გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული. 

ამასთან, გუშინ ღამიდან, დიდ დიღომში თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა – ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსიდან ქარის გამო საგნები ცვივა.