• შაბ. ივლ 24th, 2021

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში შესაძლოა, ახალი ბრალდებული გაჩნდეს

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში შესაძლოა, ახალი ბრალდებული გაჩნდეს.

ჩვენებაში, რომელიც ბრალდებულმა გამოძიებას მომხდარიდან რამდენიმე საათში მისცა, აღწერილია ფაქტები, რომლებიც აიპტაევას გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხდებოდა.

ბრალდებული ხელს გარდაცვლილის დის ქმარს ადებს. მურატ მეირბეკოვი, რომელმაც საქართველო გამოძიების დაწყებამდე დატოვა, სწორედ ის პირია, ვინც ნათესავი ქალი საქართველოში ჩამოიყვანა.

„მეუბნებოდა, რომ სურდა ჩემთან სექსი. მე მაშინვე ვუთხარი მას ხმამაღლა – რას აკეთებთქო, წადი შენს ოთახში თქო. მაგრამ ასელი არ მეშვებოდა. მეუბნებოდა მოსაფერებელ სიტყვებს.

როდესაც გამოვედი აბაზანიდან შევედი საძინებელში და ვნახე, რომ აისელი საწოლში აღარ იწვა. მაშინ შევამჩნიე, რომ საძინებლიდან აივანზე გამავალი კარი იყო ღია მდგომარეობაში. მე ავფორიაქდი, რადგან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაშინვე გავვარდი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, რა დროსაც დავინახე, რომ კორპუსის ქვევით ხრეშზე ესვენა აისელის გვამი“, – წერს ბრალდებული ჩვენებაში.

ეჭვებს ის ფაქტიც აჩენს, რომ მან საქართველო სასწრაფო წესით, გამოძიების დაწყებამდე დატოვა.