• შაბ. ივნ 19th, 2021

12 საუკეთესო საკვები ჯანმრთელი კანისთვის

სწორი კვება ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტია. არაჯანსაღმა დიეტამ შეიძლება დააზიანოს თქვენი მეტაბოლიზმი, გამოიწვიოს წონის მომატება და ისეთი ორგანოების დაზიანება, როგორებიცაა გული და ღვიძლი. ყველაფერი, რასაც იღებთ, გავლენას ახდენს არა მხოლოდ შინაგან ორგანოებსა თუ პროცესებზე, არამედ თქვენს კანზე. მეცნიერები უფრო მეტს იკვლევენ კვების სტილისა და სხეულის კავშირის შესახებ და სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თქვენი ფავორიტი პროდუქტები, მნიშვნელოვნად აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობასა და დაბერებაზე

1. ცხიმით მდიდარი თევზი

ცხიმით მდიდარი თევზი, როგორებიცაა ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი, ჯანსაღი კანის აუცილებელი კომპონენტია. ეს პროდუქტები მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ანთებითი პროცესები და უზრუნველყოს კანის დატენიანება. ასევე, ცხიმით მდიდარი თევზი მაღალი ხარისხის ცილების, E ვიტამინისა და თუთიის საბადოა.

2. ავოკადო

ავოკადო მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და შეიცავს E, C ვიტამინებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კანისთვის. ეს პროდუქტი, ასევე შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებიც კანს მზის სხივების დაზიანებისგან იცავენ.

3. კაკალი

კაკალი აუცილებელი ცხიმების კარგი წყაროა. მის შემადგენლობაში, შედის თუთია, ვიტამინი E, სელენი და ცილა – ეს არის საკვები ნივთიერებები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კანის ჯანმრთელობისათვის.

4. მზესუმზირა

მზესუმზირის თესლი სასარგებლო ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა, მათ შორის E ვიტამინის, რომელიც მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.

5. ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი ბეტა კაროტინის წყაროა, რომელიც მოქმედებს როგორც მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალება.

6. წითელი ან ყვითელი ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა შეიცავს უამრავ ბეტა კაროტინს და C ვიტამინს – ორივე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია თქვენი კანისთვის. ვიტამინი C ასევე აუცილებელია კოლაგენის წარმოსაქმნელად. კოლაგენი არის ცილა, რომელიც კანს სტრუქტურასა და ელასტიურობას უნარჩუნებს.

7. ბროკოლი

ბროკოლი არის ვიტამინების, მინერალებისა და კაროტინოიდების წყაროა, რომლებიც მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. იგი ასევე შეიცავს სულფორაფანს, რაც ხელს შეუწყობს კანის კიბოს პრევენციას და იცავს თქვენს კანს დამწვრობისგან.

8. პომიდორი

პომიდორი შეიცავს C ვიტამინსა და ყველა ძირითადი კაროტინოიდს, განსაკუთრებით კი, ლიკოპენს. ეს კაროტინოიდები იცავს კანს მზის დაზიანებისგან და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

9. სოიო

სოიო შეიცავს იზოფლავონებს, რომლებიც ამცირებენ ნაოჭებს, წარმოქმნიან კოლაგენს, უნარჩუნებენ კანის ელასტიურობას და ხელს უწყობენ კანის დატენიანებას. ასევე, ეს ჯადოსნური პროდუქტი იცავს კანს მზის UV გამოსხივებისგან.

10. შავი შოკოლადი

კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებმაც ამცირებენ ნაოჭებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევასა და კანის ტექსტურას.

11. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის შემადგენლობაშია კატექინები – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან თქვენი კანი მზისგან გამოსხივებისგან, შეამცირონ სიწითლე და გააძლიერონ კანის სტრუქტურა.

12. წითელი ყურძენი

რესვერატროლი ცნობილი ანტიოქსიდანტია, რომელიც წითელ ყურძენში უხვად გვხვდება. ის ანელებს კანის დაბერების პროცესს და ბლოკავს იმ მავნე თავისუფალი რადიკალების, რომლებიც აზიანებენ თქვენს კანს.