• შაბ. ივლ 24th, 2021

გიორგი ღოღობერიძის მანქანა დააზიანეს – „პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო”

გვიან ღამით, გიორგი ღოღობერიძის მანქანა დააზიანეს. ექიმი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და დაზიანებული ავტომანქანის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც სტატუსიდან ირკვევა, ღოღობერიძის მანქანას ვიღაც დაეჯახა და ბორბალი „მოტეხა”.

„დღეს დილით რომ გამოვედი, ჩემი მანქანის ბორბალი ქუჩის ბოლოში დამხვდა. გაჩერებულ ავტომობილზე ღამით ვიღაცა ისე დაჯახებია, რომ ჯიპს ბორბალი პირდაპირი მნიშვნელობით მოტყდა… კი არ მოძვრა, მოტყდა.

კომენდანტის საათის დროს მესმის, რომ ქუჩები თავისუფალია, მაგრამ ასეთი არანორმალური სიჩქარით მოძრაობა, არ ვიცი… პატრულის თანამშრომლებსაც კი გაუკვირდათ, ასეთი რაღაც არ გვინახავსო.

იმედია, გამოძიება დროულად იმუშავებს. მსგავსი ადამიანები სხვების ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.

May be an image of მანქანა და გზა