• შაბ. ივნ 19th, 2021

არის თუ არა სკარლეტ იოჰანსონი ლენინის ცოლის შთამომავალი – ინტერნეტმომხმარებლების თავსატეხი

ინტერნეტსივრცეში დიდი ხანია მსჯელობენ ლენინის ცოლის, რევოლუციონერ ნადეჟდა კრუპსკაიასა და ჰოლივუდის ვარსკვლავის, სკარლეტ იოჰანსონის მსგავსებაზე – სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მსახიობი საბჭოთა კავშირის პირველი მეთაურის ცოლის შთამომავალია. 

თავად იოჰანსონს აღნიშნულ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა, როგორც ირკვევა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს – კრუპსკაიას რუსული წარმომავლობა აქვს, სკარლეტ იოჰანსონის დედა კი პოლონეთში მცხოვრები ებრაელი იყო, მამა კი – დანიელი. 

იოჰანსონი ერთადერთი არ არის, რომლის მსგავსებაზეც საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელთან საუბრობენ. მაგალითად, ბევრი პოულობს ვიზუალურ მსგავსებას ლეონარდო დიკაპრიოსა და ვლადიმერ ლენინს შორის, ლეონიდ ბრეჟნევს კი კრისტიან ბეილს ამსგავსებენ.