• შაბ. ივლ 24th, 2021

„ძაღლი ჩამოახრჩვეს, ქმარი გაკოჭეს სხვა ოთახში, გოგო არ დანებდა და გაგუდეს“ – ვინ არის 20 წლის გოგო, რომელიც მეუღლის თვალწინ აწამეს

ათენში საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, 20 წლის ახალნამშობიარები გოგონა, რომლის მკვლელობის საქმეში სავარაუდოდ, ქართველი ფიგურირებს, კაროლინ კრაუჩია.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამარა შანავას ინფორმაციით, დამყაჩაღებლებმა ოჯახის დამხმარე ქალზეც იძალადეს.

„ძაღლი ჩამოახრჩვეს (ყეფდა), მოსამსახურეზე იძალადეს, ქმარი გაკოჭილი ჰყავდათ სხვა ოთახში. ფული (15 ათასი ევრო) ეგრევე მისცეს და არ დაჯერდნენ. გოგო არ დანებდა წამებას და გაგუდეს“, – წერს შანავა.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში 36 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ყალ­ბი პას­პორ­ტით ცდი­ლობ­და. მას სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის მარტში, მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილია.თუმცა, მედიის ინფორმაცია შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ბერ­ძნეთ­ში.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ათენ­ში გაც­ნო­ბებთ, რომ ატი­კის პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის”, – აღნიშნულია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.