• შაბ. ივლ 24th, 2021

ეს „გადავარდნილი“ ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში – ვარლამ გოლეთიანის დედა პოლიტიკურ პროცესებზე

არ მინდა ეს ულტიმატუმი ისე აღიქვას ვინმემ, რომ ხელისუფლების გადაგდებას ვაპირებთ, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანის დედამ, მარიტა მუსელიანმაგანაცხადა.

„ამგვარი ულტიმატუმი არ მინდა აღიქვას საზოგადოებამ იმგვარად, თითქოს ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლების გადაგდებას და, რომ მერე ეს გადავარდნილი ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში.

ასე არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა პროცესები გახდეს უმართავი. არ გვინდა დიდი რყევა, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა. ამიტომ ვითხოვთ საკითხის მარტივ გადაწყვეტას – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს მოთხოვნებზე, მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას. ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა“.

„რიონის მცველები” ითხოვენ:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

“რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.