• შაბ. ივლ 24th, 2021

როგორ მოახერხა გახარიამ საშინელი პანდემიის დროს საფრანგეთში ნახევარმილიონიანი ბინის შეძენა? – ექსპრემიერის პირველი კომენტარი

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თავისი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ კითხვას პირდაპირ ეთერში უპასუხა. მმართველი გუნდის წევრების მიერ ხშირად დასმულ

კითხვას თუ როგორ შეძლო 2020 წელს, კრიზისის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში ბინის ყიდვა, გახარია, შემდეგნაირად გასცა პასუხი:

„2020 საფრანგეთში 470 ათასი ევრო გადავიხადე საფრანგეთში. ჩემი დეკლარაცია ივსება 5-6 წელია. ეს ფული რომლითაც ჩემმა მეუღლემ შეიძინა წლების დანაზაოგია. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი ჰქონდა უძრავი ქონება, შემდეგ ის გავყიდეთ და თანხა ჩემი შვილის მომავლისთვის დავდე დეპოზიტზე. ეს

თანხა წლებია დევს ჩემს ანგარიშზე. ჩემი შვილი სწავლობს საფრანგეთში და ვუყიდეთ ბინა სულ ეს არის“, – გახარია.