• შაბ. ივნ 19th, 2021

5 პოპულარული საკვები, რომლებიც უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე თქვენ გგონიათ

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალებმა დღეში მხოლოდ 24 გრამი შაქარი უნდა მიიღონ, ხოლო მამაკაცებმა – 36 გრამი. მაგრამ იცოდით, რომ 1 ქილა გაზიანი სასმელი, თითქმის 40 გრამ შაქარს შეიცავს? მართალია, ყველამ იცის, რომ გაზიანი სასმელში ბევრი შაქარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ტომატის პასტის თითოეული ულუფა დაახლოებით 20 გრამ შაქარს შეიცავს. ხოლო თქვენს საყვარელ ვაშლის წვენში, მაშინაც კი, თუ ის ტკბილი არ არის, 25 გრამი შაქარია.

1. დაკონსერვებული ბოსტნეული

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მაღაზიაში ნაყიდი ტომატის პასტა წყლისა და საკვები ბოსტნეულის ჯანსაღი კომბინაციაა. მაგრამ სინამდვილეში, 1 ქილა პროდუქტში არსებული შაქრის შემცველობა, რეალურად სცდება ყოველდღიურად რეკომენდებული შაქრის რაოდენობას. ეს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება პომიდვრის შემცველ სოუსებში, რადგან შაქარს მჟავიანობის დასაბალანსებლად იყენებენ.

2. უცხიმო იოგურტი

დაბალცხიმიანი საკვები შეიძლება მაცდუნებელია მათთვის, ვინც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. მაგრამ სინამდვილეში, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე იოგურტს ეხება. ცხიმიანი იოგურტის შემცველობაში 4,7 გრამი შაქარია, ხოლო უცხიმო (ბერძნული) იოგურტის ულუფაში შეიძლება 6-დან 12 გრამამდე შაქარი იყოს. უცხიმო პროდუქტებში შაქარს იმიტომ ამატებენ, რომ ცხიმისგან მიღებული არომატისა დაკარგვა აანაზღაურონ. ბევრი უცხიმო და არომატული იოგურტი ასევე შეიცავს არაჯანსაღ შაქრებს, როგორიცაა საქაროზა ან სიმინდის სიროფი.

3. კეტჩუპი

ტკბილი და მჟავე არომატების კომბინაციით, კეტჩუპი ყველაზე პოპულარული საკვებია მთელს მსოფლიოში. ამ წითელი სოუსის ერთი სუფრის კოვზი, დაახლოებით 4 გრამ შაქარს შეიცავს. ამასთან, კეტჩუპის უმეტესობა შეიცავს მაღალი რაოდენობას სიმინდის სიროფს, რაც სიმსუქნესა და გულის დაავადებებთანაა დაკავშირებული.

4. კარტოფილის ჩიფსები

თქვენს საყვარელ კარტოფილის ჩიფსს შეიძლება ჰქონდეს 3% -5% შაქრის შემცველობა. ეს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ისეთ არომატებში, როგორიცაა მწვადი, ტკბილი ჩილი, თაფლი ან ტკბილი სიმინდი. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ჩიფსს მიირთმევთ, 15 ცალ კარტოფილის ჩიფსში შეიძლება იყოს 2 გრამი შაქარი. ის, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, რომელსაც თქვენი სხეული გლუკოზაც გარდაქმნის.

5. ჩირი

მიიჩნევა, რომ ჩირი ჯანსაღი საკვებია. ისინი მდიდარია ვიტამინებით, ბოჭკოებითა და ანტიოქსიდანტებით. ამასთან, როდესაც ხილი შრება, წყლის შემცველობა მცირდება, რის შედეგადაც შაქარი დაქუცმაცებულ ნაყოფში გროვდება. ამიტომ, თითოეული ჩირი, შაქრის პატარა ბომბია.