• შაბ. ივნ 19th, 2021

53 წლის მამაკაცს ფუტკარმა უკბინა და გარდაიცვალა – უბედური შემთხვევა წალენჯიხაში

წალენჯიხაში საკუთარ სახლში 53 წლის კახაბერ ზარქუა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ფუტკარმა უკბინა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია “პრაიმტაიმთან” ადასტურებს.

მისივე თქმით, მამაკაცი გვერდით ბიძის სახლში საქმიანობდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა.

“ცუდად რომ გახდა, სახლში გადმოვიდა. გამოიძახეს სასწრაფო,თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ”, – აცხადებს ფარცვანია.