• შაბ. ივლ 24th, 2021

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის” ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა.

არასრულწლოვნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ის ახლა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს.

რაც შეეხება არასრულწლოვნის დედას, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

მთლიანობაში კლინიკაში ავარიის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.

ავტოკატასტროფა თბილისში 12 ივნისს მოხდა, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.