• შაბ. ივლ 24th, 2021

“აფ­რე­ნო” – მე­უბ­ნე­ბო­და ქალი, რო­მე­ლიც პას­კას პირ­ში იდებ­და, ცოხ­ნი­და, მერე მის ნა­ცოხნს აფურ­თხებ­და” – მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი ია ფარულავაზე

“სექ­ტემ­ბერ­ში პი­რა­დი ტრა­გე­დია შე­მემ­თხვა… სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქმარ­მა სხვა ქა­ლის გამო მი­მა­ტო­ვა და ორი თვე ყო­ველ სა­ღა­მოს ჩემს ატი­რე­ბულ შვი­ლებს გვერ­დით ვე­ჯე­ქი და ოთხი­ვე ერ­თად ვტი­რო­დით. შვი­ლე­ბი ისე მყავ­და ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, 10 წლის ბავ­შვებ­მა ისიც კი მი­თხრეს, დნმ-ის ანა­ლი­ზი ჩა­ვი­ტა­როთ, გვინ­და დავ­რწმუნ­დეთ, რომ ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი დედა ხარ და შენც არ მიგ­ვა­ტო­ვე­ბო”, – ამის შესახებ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქზე” წერს.

მისი თქმით, რთულ პერიოდში მას მე­გობ­რე­ბი გა­ნუდ­გნენ, მათ შო­რის, ია ფა­რუ­ლა­ვა და დალი ჩი­ტა­ლა­ძე.

“ალ­ბათ, გახ­სოვთ, ია ფა­რუ­ლა­ვას “მა­ფი­ის ღა­მე­ე­ბი”, მის მიერ შექ­მნი­ლი სა­მე­გობ­რო ჩატი, სა­დაც ის ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარ­დნენ და დღე­საც მიყ­ვარს, რო­მელ­თაც ჩემს ძვირ­ფას დროს, სიყ­ვა­რუ­ლით და გულ­წრფე­ლო­ბით ვუთ­მობ­დი. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რა­დი ამ­ბა­ვი ერთი კვი­რის მომ­ხდა­რია და ფა­რუ­ლა­ვა ჩატ­ში წერს:

“შენ­ზე ამ­ბო­ბენ აფ­რენ­სო, კი­დევ კარ­გი, გა­იქ­ცა შენი ქმა­რი, შენ ვინ გა­გიძ­ლებ­და”… არა­ვინ გა­მომ­სარ­ჩლე­ბია, არა­ვის უგ­რძვნია ის, თუ რა ჯო­ჯო­ხე­თის ცე­ცხლში ვიწ­ვო­დი. უფრო მე­ტიც, ერთი მაგ ჯგუ­ფის წევ­რი მე­ო­რეს ჩემ­ზე მე­სიჯს უგ­ზავ­ნი­და: – “ნახე, ეგ მალე რო­გორ აიშ­ვებს და გა­ბოზ­დე­ბაო (შემ­თხვე­ვით ჩემ­თან გა­მო­ეგ­ზავ­ნა)”… ბო­ლოს ჯგუ­ფი­და­ნაც კი წამ­შა­ლეს. მაგ დროს უბე­დუ­რი და პრობ­ლე­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ვის რაში ვჭირ­დე­ბო­დი… მოკ­ლედ, ფა­რუ­ლა­ვას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, “აფ­რე­ნო” – მე­უბ­ნე­ბო­და ქალი, რო­მე­ლიც აღ­დგო­მა დღეს, პას­კას პირ­ში იდებ­და, ცოხ­ნი­და, მერე მის ნა­ცოხნს აფურ­თხებ­და და ასე “ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვით” სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მის მიერ “აღ­მო­ჩე­ნილ” ღეჭ­ვა-ფურ­თხე­ბით გახ­დო­მის მე­თოდს ას­წავ­ლი­და”, – წერს კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.