• შაბ. ივლ 24th, 2021

„კარგი ექიმი რომ იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ახლა ზის“ – გოგო, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ღოღობერიძეს ამხნევებს

მას შემდეგ რაც ექიმ გიორგი ღოღობერიძეს მისი კოლეგა, ნინო ნადირაძე დაუპირისპირდა, ღოღობერიძის მიმართ სოციალურ ქსელში მხარდასაჭერი კომენტარები არ წყდება.

კოლეგები, სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი და რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდა ექიმს ამხნევებენ.

ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილით გამოეხმაურა მარიამ სირბილაძეც, რომელმაც სიმსივნე 33 წლის ასაკში დაამარცხა. მარიამის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენ ხომ იცით ჩემი დამოკიდებულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ? ყოველთვის მიჭირს ადამიანს ექიმი ვურჩიო, თუ პირადად არ მაქვს უნაკლო გამოცდილება.

განვმეორდები – უნაკლო! ვთვლი, რომ გიორგი ღოღობერიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი იქნება მომავალში. რაც ძალიან მახარებს. თუმცა ამ ეტაპზე, გიორგისთან კონსულტაციას მე პირადად არ გავივლიდი. ვინაიდან ჩემი მდგომარეობის მართვა, მოითხოვს დიდ გამოცდილებას.

(ზოგადად ონკოლოგიური პაციენტის ქეისები, ყოველთვის ძალიან საპასუხისმებლო და რთულია). არც მგონია, რომ ვინმე გადიოდეს კონსულტაციას, რა ვიცი მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ვიდეოები ნანახი მაქვს ვთვლი, რომ ძალიან ბევრ სწორ ინფორმაციას ფლობს და ეს ყველაფერი თავადაც ძალიან ეხმარება განვითარებაში.

ასევე, მისგან მოწოდებული ინფორმაცია, უმარტივესად შეგიძლიათ გადაამოწმოთ სანდო წყაროებში, ამის საშუალებას ინტერნეტიც გვაძლევს. ვისაც მედიცინა გვაინტერესებს და შეხება გვაქვს, ვთვლი რომ ყველა ვაკეთებთ ამას. ნინო ნადირაძის უქაჯესი წიკვინი, ძალიან წინასწარ დაგეგმილი კონცერტი იყო.

გიორგი ღოღობერიძის არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის, როგორც კარდიოლოგის კომპეტენციაში უდიდესი ეჭვი მეპარება. იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობას მოიცავს გულის პრობლემების მართვა.

აქვე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ნინო რომ კარგი ექიმი იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ახლა ზის. რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, უბრალოდ არ აქვთ. მაქსიმუმ სტუმრად მიიწვიონ. ასევე ეჭვქვეშაა მისი ჟურნალისტური გამოცდილება და ცოდნაც. რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა. ამიტომ, არც იქეთ რომ არ ხარ და არც აქეთ. არც ექიმი რომ ხარ წესიერი და ჟურნალისტი მით უმეტეს, რანაირი თვითშეფასება და ეგო გაქვს ასეთი შექალო, რომ სხვას მოუწოდო აკეთოს ის, რაც შენვე გევალება და არ აკეთებ?

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლების მერე, გიორგი ღოღობერიძით ძალიან იამაყებს ქართული მედიცინა. რადგან მართლა გვჭირდება კარგი ექიმები ჩვენს ქვეყანაში და ამ ბიჭს ამის დიდი პოტენციალი აქვს. ნინო ნადირაძე-კუზანოვა ოდესმე შეწყვეტს გურანდა გაბუნიობას, იმედია და იქ დაგება სადაც მისი ადგილია. თუ ოდესმე იპოვა, ცხადია. საკამათოდ არ დამიწერია,”- წერს იგი.