• შაბ. ივლ 24th, 2021

დიდი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენ რა­ი­ონ­ში – ცნობილია 14 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ექსკურსიაზე გარდაიცვალა

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებმა ამოიყვანეს.

„დიდი ტრა­გე­დია მოხ­და ჩვენ რა­ი­ონ­ში. ეს ბავ­შვი, კახაბერ ფარქოსაძე სო­ფელ ქო­ბე­თში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ექ­სკურ­სი­ა­ზე იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი რა­ჭა­ში. აგრეთვე, ჩემი ინფორმაციით მშო­ბე­ლიც იქ იყო. ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ქუ­თა­ი­სის პროზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი”,- ამბობს საჩხერის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი მოზარდი, კა­ხა­ბე­რ ფარ­ქო­სა­ძეა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებოდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

დაიჯესტი