• შაბ. ივლ 24th, 2021

„კარგი ექიმი რომ იყოს, იქ არ იჯდებოდა, რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, არ აქვთ… ოდესმე შეწყვეტს გურანდა გაბუნიობას” – ნინო ნადირაძე მიწასთან გაასწორეს

მარიამ სირბილაძე, რომელმაც სიმსივნე 33 წლის ასაკში დაამარცხა ნინო ნადირაძე-კუზანოვას შესახებ წერს:

„ვთვლი, რომ გიორგი ღოღობერიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი იქნება მომავალში. რაც ძალიან მახარებს. თუმცა, ამ ეტაპზე, გიორგისთან კონსულტაციას მე პირადად არ გავივლიდი, ვინაიდან ჩემი მდგომარეობის მართვა, მოითხოვს დიდ გამოცდილებას. არც მგონია, რომ ვინმე გადიოდეს კონსულტაციას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მისი ვიდეოები ნანახი მაქვს ვთვლი, რომ ძალიან ბევრ სწორ ინფორმაციას ფლობს და ეს ყველაფერი თავადაც ძალიან ეხმარება განვითარებაში. მისგან მოწოდებული ინფორმაცია უმარტივესად შეგიძლიათ გადაამოწმოთ სანდო წყაროებში, ამის საშუალებას ინტერნეტიც გვაძლევს. 

ნინო ნადირაძის უქაჯესი წიკვინი, ძალიან წინასწარ დაგეგმილი კონცერტი იყო. გიორგი ღოღობერიძის არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის, როგორც კარდიოლოგის კომპეტენციაში უდიდესი ეჭვი მეპარება. იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობას მოიცავს გულის პრობლემების მართვა.

აქვე, ჩემი მოკრძალებული აზრით, ნინო რომ კარგი ექიმი იყოს, იქ არ იჯდებოდა, სადაც ეხლა ზის, რადგან კარგ ექიმებს ბანძ შოუებში დროის გატარების დრო, უბრალოდ, არ აქვთ. მაქსიმუმ სტუმრად მიიწვიონ.

ასევე ეჭქვეშაა მისი ჟურნალისტური გამოცდილება და ცოდნაც, რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა.

ამიტომ არც იქეთ რომ არ ხარ და არც აქეთ – არც ექიმი რომ არ ხარ წესიერი და ჟურნალისტი მით უმეტეს, რანაირი თვითშეფასება და ეგო გაქვს ასეთი შე ქალო, რომ სხვას მოუწოდო აკეთოს ის, რაც შენვე გევალება და არ აკეთებ?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლების მერე გიორგი ღოღობერიძით ძალიან იამაყებს ქართული მედიცინა. მართლაც გვჭირდება კარგი ექიმები ჩვენს ქვეყანაში და ამ ბიჭს ამის დიდი პოტენციალი აქვს.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ოდესმე შეწყვეტს გურანდა გაბუნიობას, იმედია და იქ დაგება, სადაც მისი ადგილია,  თუ ოდესმე იპოვა, ცხადია”.