• შაბ. ივლ 24th, 2021

სასტიკი დანაშაული გახსნილია – საბერძნეთში, 20 წლის გოგონას მკვლელობა, რომელშიც ქართველსაც ადანაშაულებდნენ, მისმა მეუღლემ აღიარა

სა­ბერ­ძნეთ­ში 20 წლის გო­გო­ნას სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მელ­საც 36 წლის ქარ­თველს აბ­რა­ლებ­დნენ, მისი მე­უღ­ლე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბერ­ძნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ძარ­ცვის ინ­სცე­ნი­რე­ბა დად­გა, რათა სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი და­ე­ფა­რა.

ცნო­ბის­თვის, სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში მა­ის­ში მოხ­და. მა­შინ ით­ქვა, რომ ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი და­ა­ყა­ჩა­ღეს და 20 წლის გოგო მე­უღ­ლი­სა და ჩვი­ლის თან­დას­წრე­ბით გა­გუ­დეს.

მა­ლე­ვე ბერ­ძნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ყალ­ბი პას­პორ­ტით ცდი­ლობ­და. ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც ამ ეტაპ­ზე არ ახ­მა­უ­რე­ბენ, 7 მარტს, სა­ბერ­ძნეთ­ში მომ­ხდარ ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მა­ლე­ვე ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ათენ­ში გაც­ნო­ბებთ, რომ ატი­კის პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის”, – ნათ­ქვა­მი იყო გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.