• შაბ. ივლ 24th, 2021

„ჩამომხრჩვალი იპოვეს… შენი სიმწრით გაზრდილი შვილები 2 თვეა დატოვე…“ – ვინ არის 37 წლის ემიგრანტი, რომელმაც სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულა

ტრაგედია იტალიაში – 37 წლის ემიგრანტმა სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულა. მის შესახებ ვრცელ პოსტს ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტტელევიზიის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

„ჩამომხრჩვალი იპოვეს, ქართველი ემიგრანტი იტალიაში 34 წლის ელზა ძიბძიბაძე. გლოვობს ოზურგეთი ანასეული. ასე რატო დაგვტოვე დე…

ტრაგედია იტალიაში – 37 წლის ემიგრანტმა, 3 შვილის დედამ, სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულა

ჩემი შოთიკო, ელენე და ნიტა რა ეშველებათ…

შენი სიმწრით გაზრდილი შვილები 2 თვეა დატოვე და წახვედი მაგისთვის ჩადი ამხელა გზაზე რომ ასე გაგემწარებინა შენი ოჯახი….

პატარა ბავშვებს როგორ უნდა აუხსნა რომ ვეღარასდროს ნახავს დედაა?! რა უსამართლოა ცხოვრება… რამხელა სიმწარეა მშობლისთვის და რამხელა გაურკვევლობა ბავშვებისთვის… საშინელებაა აღარ ჰყავთ დედა…ძნელია რომ დააკლდებათ სითბო და ჰქვიათ ობოლები..

ტირილი დაიწყეს და მათი ცრემლიანი თვალები იცით რას მაგონებდა? ივნისის წვიმას აი ქარი რომ მოჰყვება ხოლმე გაგანია სიცხეში. მათი თვალები ისეთი სუფთა და სპეტაკი იყო ხოლო ცრემლები კი ცივი ამ ასაკში ასეთი დარტყმა ხომ უბრალოდ……………

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს პატარა ანგელოზებს….

სიტყვები აზრს კარგავენ ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს, იმდენად დიდი და უსაზღვროა…..

თავი მოიკლა ემიგრანტმა სამი შვილის დედამ იტალიაში… შემზარავი ამბავი მოხდა… ოჯახმა ახლახანს გაიგო…

ვინც იცნობდა ყველა შოკშია ენით აუღწერელი საცოდაობა დატრიალდა… იტალიის პოლიცია იძიებს საქმეს…. (დილით შვილებს ესაუბრა დალაგებაზე მიდიოდა და შემდეგ ჩამომხრჩვალი იპოვეს….

ყველა ემიგრაციაში დასრულებული სიცოცხლე მტკივა, არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა, ან მიზეზი გარდაცვალების რა იყო, გაუფრთხილდით სიცოცხლეს და ერთმანეთს, უფალს ვებარებოდეთ”,- წერს სიხარულიძე