• შაბ. ივლ 24th, 2021

“არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინის მთავარი დანიშნულებაა ადამიანი რეანიმაციაში არ მოხდეს და არ დაიღუპოს, ამ კუთხით კი ყველა ავტორიზებული ვაქცინის ეფექტურობა თითქმის იდენტურია.

„ესაა ყველა ვაქცინის დაცვა და ეს ფუნქცია ყველა ვაქცინას თანაბრად აქვს. არის პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინა. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით “ აიცრნენ“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ბევრი თავისუფალი ადგილია.

„1,5 მილიონი ვაქცინა დღესაც გვიდევს. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მდებარეობს ჰუალინგში. სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომელიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის. ესაა ჩვენი უბედურება…ვამბობდით არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა… ახლა ვაქცინა ხომ ბევრია. დღეს 12 ათასი ადამიანი აიცრება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებ, ხვალ ნახევარია დაჯავშნილი“, – განაცხადა იმნაძემ.