• შაბ. ივლ 24th, 2021

“გაა@ვით შორს და უკანმოუხედავად” – ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი და პარლამენტარი ირინა სარიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ქალი დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ორგანოში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის

წინააღმდეგ მოწყობილ პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერებს აღნიშნულ საქციელს უწონებს, ხოლო აი, კრიტიკოსებს კი, ერთ, ფრიად საგულისხმო რჩევას აძლევს:

“ნაციონალური მოძრაობის გოგოების ძალიან სწორ, ერთადერთ შესაძლებელ და თავგანწირულ პროტესტზე მოქირქილე “კრიტიკოს” დაბოღმილებს ქოცებიდანაც და სხვა ოპოზიციიდანაც (ისე რა

განსხვავებაა), უმორჩილესად გთხოვთ – კდემამოსილი თამარ ივერი ჩაიყენეთ სათავეში ელისო ბოლქვაძის აკომპანიმენტით და განაჯვით შორს და უკანმოუხედავად ჩემი კედლიდან.” – დაწერა ირინა სარიშვილმა