• შაბ. ივლ 24th, 2021

ციციშვილის კლინიკაში “დელტა” შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა – მას ე.წ. დელტა (ინდური) შტამი ჰქონდა დადასტურებული. 

ინფორმაცია ამის შესახებ “რუსთავი 2-ს” ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში დაუდასტურეს.

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, გარდაცვლილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.