• შაბ. ივლ 24th, 2021

ძლიერი წვიმა, შტორმი და წყალმოვარდნები – ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა

მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.