• შაბ. ივლ 24th, 2021

150 ევრო კოვიდ ვაქცინის მსურველებისთვის – ეს ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდაა

საბერძნეთში 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 150 ევროს გადაცემის პლატფორმა დღეიდან ამოქმედდება – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, 150 ევროს მიიღებს ყველა ის ახალგაზრდა, რომლებსაც მინიმუმ კოვიდვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტები, რომლებსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, შეძლებენ ფულადი წახალისებით სარგებლობას.

“150 ევროს მიღება შეეძლება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაიკეთა.

საბერძნეთში ვაქცინის გაკეთება 15 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი. ქვეყნის მოსახლეობის 42%-ზე მეტი უკვე აცრილია.” – წერს გამოცემა.