• შაბ. ივლ 24th, 2021

“კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება – თუ ერთი ადგილი აქვთ, პარლამენტში არიან და საკუთარი ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ” – ირაკლი ზარქუა

“კახა კა­ლა­ძეს კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავს და ვერც ეყო­ლე­ბა. კონ­კუ­რენ­ტად ნიკა მე­ლია იქ­ნე­ბა, თუ ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ეს დრო­ის ნაყ­ვაა – თუ ერთი ად­გი­ლი აქვთ, პარ­ლა­მენ­ტში არი­ან და სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ხმა გა­აჟ­ღე­რონ”, – ეს გან­ცხა­დე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუ­ას შე­ფა­სე­ბით, კა­ლა­ძის კონ­კუ­რენ­ტი დე­და­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბია.

“ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბით კახა კა­ლა­ძემ შექ­მნა ის, რომ ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მით

დე­და­ქა­ლაქს 4-მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტის გამ­წვა­ნე­ბა შე­მა­ტა. სა­ტყეო ზონა, რო­მე­ლიც გიგი უგუ­ლა­ვას რუ­კი­დან გამ­ქრა­ლი ჰქონ­და, 138 ჰექ­ტა­რი დე­და­ქა­ლაქს და­უბ­რუ­ნა, სა­დაც ვერც ერთი კორ­პუ­სი ვერ აშენ­დე­ბა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სატ­რან­სპორ­ტო, მათ შო­რის ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა.

ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა. ჩვე­ნი მე­რო­ბის კან­დი­და­ტის კონ­კუ­რენ­ტი ის გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რაც დე­და­ქა­ლაქს აქვს. არის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა იცით, რომ მოგ­ვარ­და “სვე­ტი­სა” და “ოლიმ­პი­უ­რი ვარ­სკვლა­ვის” პრობ­ლე­მა, გვარ­დე­ბა “ცენ­ტრ

პო­ინ­ტის” და­ზა­რა­ლე­ბულ­თა პრობ­ლე­მა. ეს ის გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რო­მელ­საც კა­ლა­ძე ოთხ წელ­ში მა­გარ გუნდთან ერ­თად გა­მო­ას­წო­რებს და ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს”, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.