• შაბ. ივლ 24th, 2021

“ნინა, ეს კომენტარი ჩაგიდეს?” – რა ხდებოდა ცნობილების “ინსტაგრამზე” მას შემდეგ, რაც კალაძის წარდგენის ცერემონიიდან ფოტოები გამოაქვეყნეს

20 ივ­ლი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის, რად­გან პარ­ტი­ამ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად მოქ­მე­დი მერი კახა კა­ლა­ძე და­ა­სა­ხე­ლა.

5 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მმარ­თველ პარ­ტი­ას ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი არ უდ­გას და ამი­ტომ მთაწ­მინ­და­ზე გა­მარ­თულ მე­რის წარ­დგე­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მი­სულ ცნო­ბილ სა­ხე­ებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის არ­მია დახ­ვდათ.

გრძნობ­დნენ თუ არა უხერ­ხუ­ლო­ბას მომ­ხდა­რის გამო? – 5 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე კი­თხვებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცნო­ბილ სა­ხე­ებს უს­ვამ­დნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ­მა ზა­ლი­კო ბერ­გერ­მა თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი პა­სუ­ხე­ბით კახა კა­ლა­ძეს ლა­მის სა­ღა­მო “მო­პა­რა”.

რო­გორც დი­ზა­ი­ნერ­მა აღ­ნიშ­ნა, ტე­ლე­ვი­ზო­რი არ აქვს და ად­გილ­ზე გა­ი­გო, რომ იმ დღეს აქ­ცი­ა­ზე 50-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი სცე­მეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­სტაგ­რამ­ზე ზა­ლი­კო ბერ­გე­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. მათ შო­რის იყო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­მა – “კაი ხალ­ხი”, პრო­დი­უ­სე­რი დათო იმე­დაშ­ვი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

“ეს კო­მენ­ტა­რი ჩა­გი­დეს?” – ჰკი­თხა მომ­ღე­რალს.

გარ­და ბერ­გე­რი­სა, კახა კა­ლა­ძეს გზა და­უ­ლო­ცეს სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ და მის­მა პრო­დი­უ­სერ­მა მე­უღ­ლემ ლაშა ბას­ლან­ძემ.

სა­ღა­მო­ზე და­სას­წრე­ბად სპე­ცი­ა­ლუ­რად ბა­თუ­მი­დან ჩა­მო­ვი­და მომ­ღე­რა­ლი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე სოფო ხალ­ვა­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბას ის სპორ­ტსმენ მა­მამ­თილ­თან, რეზო ძო­ძუ­აშ­ვილ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

კახა კა­ლა­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­დან სა­ღა­მოს ცო­ლის და­ქა­ლი, დი­ზა­ი­ნე­რი ბაია კვი­ცი­ა­ნიც ეს­წრე­ბო­და. მთაწ­მინ­და­ზე იყ­ვნენ მსა­ხი­ო­ბი გუჯა ბურ­დუ­ლი, იმე­დო კა­ხი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან, ქეთო თო­ფუ­რი­ძეს­თან ერ­თად, პრო­დუ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე, მომ­ღე­რა­ლი აჩი ფურ­ცე­ლა­ძე და აჩი­კო მე­ფა­რი­ძე.