• შაბ. ივლ 24th, 2021

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი – მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვს ელო­დე­ბა. ანი­ტამ, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აქ­ტი­უ­რობ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს ხმა­უ­რი­ა­ნი პოს­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბო­და, ერ­თგვა­რი პა­უ­ზა აიღო.

რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა, რომ ორ­სუ­ლო­ბის თვე­ე­ბი სიმ­შვი­დე­ში გა­ა­ტა­როს. ამ­ჯე­რად ანი­ტამ “ინ­სტაგ­რამ­ზე” გად­მო­ი­ნაც­ვლა.

გუ­შინ 5 თვის ორ­სუ­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს წერს, რომ სცე­ნას დრო­ე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა და იან­ვარ­ში, გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა.

“ორ­სუ­ლო­ბის მე­ხუ­თე თვე და ჩემი ბოლო შეს­რუ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი შეს­ვე­ნე­ბის წინ, რო­მე­ლიც ახლა იწყე­ბა. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს პა­ტა­რა გოგო და­ი­ბა­დე­ბა, დაბ­რუ­ნე­ბას იან­ვრის­თვის ვგეგ­მავ. San Carlo-ს თე­ატ­რში ჩემი დე­ბი­უ­ტი იყო და არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს ჯა­დოს­ნუ­რი სა­ღა­მო. ზუს­ტად ეს სა­ღა­მოა მი­ზე­ზი, რის გა­მოც სიმ­ღე­რა­სა და თე­ატრს ვაღ­მერ­თებ. ყვე­ლა­ფე­რი იყო სრულ­ყო­ფი­ლი, ხოლო ჩვენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით“, – წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მოს ჩა­ტა­რე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
“და ბო­ლოს, დიდი მად­ლო­ბა ჩემს უნი­კა­ლურ და შე­სა­ნიშ­ნავ ვო­კა­ლის პე­და­გოგს, მა­ესტრო დე­ვიდ

ჰოლსტს იმის­თვის, რომ ჩემ გვერ­დით იყო. სიმ­ღე­რა ორ­სუ­ლო­ბის დროს ისე­თი რთუ­ლია, მის გა­რე­შე
ამის გა­კე­თე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. მად­ლო­ბა მა­ესტრო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხარ და მე ყო­ველ­თვის შენი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, მალე შევ­ხვდე­ბით“, – წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლი­ში­ლი.