• შაბ. ივლ 24th, 2021

დათო ევგენიძე: მე მჯერა კახა კალაძის და დარწმუნებული ვარ, დაუსრულებელი და დაგეგმილი პროექტები კიდევ უფრო მეტად გაკეთდება და ახალ ძალას შეიძენს

კახა კალაძეს არ აქვს ის თვისება, რომ შენ ჩემთან არ ხარ და ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. ეს უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, სპორტული ჟინი გამარჯვების გამოჰყვა მერად ყოფნის დროს.

„როგორც კულტურის წარმომადგენელმა, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან რთულია დედაქალაქის მერობა იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკური ველი პოლარიზებულია. როდესაც ქვეყანაში ისეთი დიდი პრობლემებია, როგორიცაა დაკარგული ტერიტორიები, საერთო მტერი,

ამდენი დევნილია საქართველოში დაბრუნებული და საქართველოდან წასული. ამ დროს ქვეყანაში პრიორიტეტი არის შიდა ბრძოლები, რითაც ყოველთვის აგებდა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ დროს არის ურთულესი, რაღაცას განაგებდე, მითუმეტეს დედაქალაქს. კახა კალაძეს არ აქვს ის თვისება, რომ შენ ჩემთან არ ხარ და ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. ეს უმნიშვნელოვანესია. პირადად ვარ მოწმე,

პანდემიის დროს ჩატარდა უამრავი ლაივ-კონცერტი და ეს იყო ათასობით გადარჩენილი მუსიკოსი. სახელმწიფო დოტაციაზე არ არიან ეს მუსიკოსები, არანაირი შემოსავალი არ აქვთ საკონცერტო ჰონორარებისა და საკლუბო შემოსავლის გარდა. ეს იყო კლასიკური მუსიკის მიმართულება, იყო სპორტის სასახლეში მრავალჟანრობრივი ფესტივალი და მრავალი სხვა, ყოველივე ეს იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის იყო უმნიშვნელოვანესი.

ჩემი დამოკიდებულება კახა კალაძისადმი მრავალწახნაგოვანია. პირველი, მეზობლები ვიყავით ათწლეულების განმავლობაში, მეზობლობიდან დამეგობრება რა სიახლოვეც არის, ალბათ წარმოგიდგენიათ. მისი გულშემატკივარი ვიყავი როგორც სპორტსმენის. სპორტული ჟინი

გამარჯვების გამოჰყვა მერად ყოფნის დროს, მე მჯერა ამ ადამიანის, მჯერა იმ პერიოდის, როდესაც ის იყო მერი და დარწმუნებული ვარ, დაუსრულებელი და დაგეგმილი პროექტები კიდევ უფრო მეტად გაკეთდება და ახალ ძალას შეიძენს“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.